ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დრონებით შეტევას

მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დრონებით შეტევას

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, რომელზეც რუსეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში და ერთი ადამიანი დაიჭრა ქალაქ კრივოი-როგში. დაზიანებულია სახლები და საწარმოები.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 17 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულება დნეპროპეტროვსკის ოლქი იყო, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 64 დამრტყმელი დრონი.
სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, 5 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს. 23 დრონით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია ხუთ ადგილზე.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.