ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ

„მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინაში სხვადახვა ქვეყნების სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებული ოპერატიული გეგმების განხილვა.
შეხვედრას, სავარაუდოდ, დაახლოებით 30 თავდაცვის მინისტრი დაესწრება, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები, ჯონ ჰილი და სებასტიან ლეკორნიუ უხელმძღვანელებენ.
გამოცემა წერს, რომ ჯონ ჰილი შეხვედრის დროს დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩაყენებას მისი სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავების მიზნით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.