-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლის შეხვედრაზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები მხარეები საელჩოების საქმიანობის განახლებაზე ისაუბრებენ.
„10 აპრილს, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები მეორედ შეხვდებიან სტამბოლში, რათა შეეცადონ მიაღწიონ წინსვლას ჩვენი ორმხრივი მისიების ოპერაციების შემდგომ სტაბილიზაციაში. ასე რომ, ეს ხდება სტამბულში. დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები და – აბსოლუტურად არ არის დღის წესრიგში. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენი საელჩოს ოპერაციებზეა ორიენტირებული და არა მთლიანობაში ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რაც შეიძლება მოხდეს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობა დამყარდება რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს