პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მსურველთა კოალიცია“ დღეს შეხვედრას გამართავს

„მსურველთა კოალიცია“ დღეს შეხვედრას გამართავს

„მსურველთა კოალიცია“ დღეს შეხვედრას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილავენ.
შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.