არქივი25 მარტი, 2026, 22:10
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სატურნირო დღე ქალთა შორის მოკლე პროგრამით დაიწყო, რომელშიც 26 ქვეყნის 33 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 69.92 ქულით მე-6 ადგილზე, ევროპის ქვეყნების მოციგურავეთა შორის კი მე-2 პოზიციაზეა.
ანასტასია თავისუფალ პროგრამაში ზეგ, 27 მარტს, ბოლო ყველაზე მაღალრეიტინგულ, მე 4 ჯგუფში, პირველი სასტარტო ნომრით იასპარეზებს.
წყარო: Georgian Figure Skating Federation
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.