ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში.
17 ქვეყნის 21 ძლიერ სპორტულ წყვილს შორის, საქართველოს წარმომადგენლებმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ეს არის ისტორიული მიღწევა — პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მედალი მოიპოვა.
ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ  ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პროგრამაში მე-15 ადგილი დაიკავა.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ