– საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, -ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, -ის ხსოვნა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმიდესი ბართლომეს განცხადებაშია ნათქვამი.

მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.

“საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს ღრმა სამძიმარს – საქართველოს ღვთისმოსავი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის მამობრივი სიყვარულის, ასევე, მისი პატივცემული პიროვნების მიმართ ქართველი ხალხის შესაბამისი გულწრფელი სიყვარულისა და ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით. მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდის, რომლის დროსაც უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, რომლის მიმართაც მას ღრმა პატივისა და მადლიერების გრძნობა ჰქონდა. ჩვენს სამძიმარს და პირად მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რომ ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.

საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა”, – ნათქვამია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო:

ლევან ხაბეიშვილი – „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ – თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!