ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში, 1977 წლიდან დღემდე, ღვთის ნების აღსრულებაში ის ისეთი სიყვარულითა და თავგანწირვით ზრუნავდა მართლმადიდებელ ქართველ ხალხზე, რომ დაიმსახურა ყველა ადამიანის პატივისცემა და სიყვარული თავის მიწიერ სამშობლოში, ასევე ჩვენი ყველას – მისი ძმებისა და დების, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან – აღტაცება და მოწიწებული პატივისცემა.
ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი, გზამკვლევი ვარსკვლავი და გამაერთიანებელი, მაგრამ ასევე ნათელი და შთამაგონებელი მაგალითი ჩვენთვის ყველასთვის. ისიყო სანთელი, რომელიც “ყველას უნათებს” (მათე 5:15), რადგან “თავისი გულის კეთილი საგანძურიდან” (ლუკა 6:45) მხოლოდ კეთილი გამოჰქონდა. პატრიარქი ილია II ნამდვილად ღვთის კაცი იყო!
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, არამედ მუდამ აღელვებითა და მადლიერებით გავიხსენებთ პატრიარქ ილია II-ის ძმათმოყვარე მხარდაჭერას კანონიკური ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ნეტარხსენებული ბულგარეთის პატრიარქ მაქსიმის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში მომხდარი მძიმე განხეთქილების დროს. იგი არასოდეს უღალატებდა ჭეშმარიტებას, რომელსაც ყოველთვის გულწრფელი, ქრისტეს მიბაძული და მსხვერპლიანი სიყვარულით იუწყებოდა[…]
მარადიული და ნეტარი იყოს მისი ხსოვნა!