ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე შემცირდა და უნციაზე 4 124,57 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.ამასთან, აშშ-ის ბაზარზე ოქროს ფიუჩერსების ფასი 0,3%-ით, 4 156,70 დოლარამდე დაეცა.ძვირფას ლითონზე ზეწოლას ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების მოლოდინი ახდენს.CME FedWatch-ის მონაცემებით, ბაზარი ოქტომბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის ალბათობას 70,3%-ად აფასებს.მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სხვა ძვირფასი ლითონების ფასებიც შემცირდა. კერძოდ, ვერცხლი 0,6%-ით, 60,62 დოლარამდე გაიაფდა, პლატინის ფასი 1%-ით, 1 699,86 დოლარამდე შემცირდა, ხოლო პალადიუმის ღირებულება 0,5%-ით, 1 209,08 დოლარამდე დაეცა.

