ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოში პოპულაციის 3-დან 6%-მდე მოდის მწვავე ფსიქოზურ შემთხვევებზე, 15-18% - შფოთვით აშლილობებზე - ექიმი-ფსიქიატრი

მსოფლიოში პოპულაციის 3-დან 6%-მდე მოდის მწვავე ფსიქოზურ შემთხვევებზე, 15-18%-ი შფოთვით აშლილობებზე, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ექიმმა-ფსიქიატრმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთი მაგდენია კიდევ სხვა ტიპის ნევროზული რეესტრის აშლილობები, როგორებიცაა კვებითი აშლილობები, ფობიები და ა.შ.
„მენტალურ ჯანმრთელობასთან და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებით მსოფლიოში საკმაოდ დამაფიქრებელი სტატისტიკა და რიცხვებია. მთელ მსოფლიოში პოპულაციის 3-დან 6%-მდე მოდის მწვავე ფსიქოზურ შემთხვევებზე, 15-18%-ი შფოთვით აშლილობებზე. ეს არის შემთხვევები, რომელიც დიაგნოსტირებულია. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომელიც დიაგნოსტირებული არ არის. ერთი მაგდენია კიდევ სხვა ტიპის ნევროზული რეესტრის აშლილობები, როგორებიცაა კვებითი აშლილობები, ფობიები და ა.შ.
მთლიანად მსოფლიოში ასეთი რიცხვები გვაქვს: 970-980 მლნ ადამიანი ებრძვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს, აქ შედის ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ეს ყველაზე მზარდი ტენდენციაა, რაც ძალიან საშიშია, რადგან გარდა ფსიქიკური კეთილდღეობისა, გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირდება რაც, დღევანდელი მონაცემებით, მთლიანი მსოფლიო სიკვდილიანობის დაახლოებით 14-15%-ს შეადგენს. ეს რიცხვი მზარდია და 6 გარდაცვალებიდან 1 ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება.
დღეს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა ზოგადად მოსახლეობის 13% ებრძვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს ძალიან დიდი რიცხვია და რაც ყველაზე ცუდია, ის უფრო მეტად უკავშირდება ახალგაზრდა თაობას. ამერიკული სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობის პრობლემით 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 26%-ზე მეტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. წელიწადში დაახლოებით 800 000 სუიციდით გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. ეს უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე სამხედრო კონფლიქტებში დაღუპულების, - აცხადებს ლაშა კილაძე.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.