ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - დღეს მსოფლიოში, „ქართული ოცნების“ გარდა, უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული

დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“ - სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს,- ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც „ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედებაა“.
„დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას და რაც არ უნდა იმალებოდეს ამ მოტივის უკან, არის ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ინტერესს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და ქართველებს ქვეყანაში ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, მაღალანაზღაურებადი სამსახურები, ღირსეული პენსიები, კარგი განათლების შესაძლებლობა როგორც ეს აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებშია. არჩევანი მარტივია, ვისაც გვინდა განვითარება, ხმას ვაძლევთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.