მსვლელობა 5 ეკლესიიდან ქაშვეთამდე – საშობაო მარშების განრიგი

უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს პროვეროპული აქციის მონაწილეები შობას რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეხვდებიან. იქამდე გაიმართება მარშები თბილისის 5 სხვადასხვა ეკლესიიდან.
“დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშვეთთან. გთხოვთ, წამოიღოთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები”, – წერს ილია ღლონტი, “დაიტოვეს” ერთ-ერთი ლიდერი.
მოქალაქეები შეკრებას 20:00 საათიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ეკლესიებთან დაიწყებენ. 20:30 საათზე და ყველა მათგანი ქაშვეთის ეკლესიისკენ დაიძვრება.
შეკრების ადგილებია:
· ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. მარშრუტი: https://shorturl.at/vLvZp
· ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. მარშრუტი: https://shorturl.at/8xVZp
· საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო. მარშრუტი: https://shorturl.at/WBe4Z
· ვაკე: ვაკის სამების ტაძარი. მარშრუტი: https://shorturl.at/MUs89
· ძველი თბილისი: მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მარშრუტი: https://tinyurl.com/3b8s3ytu

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)