არქივი15 თებერვალი, 2024, 10:39
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა.
“ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, — წერს ხერხეულიძე.
ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან “მხიარული რომანი”. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში — “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მეთხუთმეტე გაზაფხული”.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.