არქივი15 თებერვალი, 2024, 11:24
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.
„ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, - წერს სოციალურ ქსელში ხერხეულიძე.
ცნობისთვის, ხათუნა კოტრიკაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში. მათ შორის, სოსო ჩხეიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“, ასევე, ფილმებში - „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.