მსახიობი ანა ტყებუჩავა – მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, თუ ამის დანახვა ვინმეს უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს – მე და ბაჩოს სადამსჯელო ღონისძიება ჩაგვიტარეს

მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, – ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.
ტყებუჩავას თქმით, სასამართლომ მისი და მსახიობ ბაჩო ქაჯაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა.
“იმდენად ცალსახა არის სიმართლე და იმდენად ცხვირწინ არის ის, თუ მისი დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ.
მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს. მე და ბაჩოს (ქაჯაია) სადამსჯელო ღონისძიება ჩაგვიტარეს და ხუთი ათასლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს”, – განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია