ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსახიობი ბაჩო ქაჯაია - მოსამართლე გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან, რომ შავია, ადამიანურად კვდებიან, ამის ყურება ძალიან რთულია

მსახიობი ბაჩო ქაჯაია - მოსამართლე გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან, რომ შავია, ადამიანურად კვდებიან, ამის ყურება ძალიან რთულია

მოსამართლეს მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან , - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ "ინტერპრესნიუსთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ქაჯაიას თქმით, ის ისურვებდა, მოსამართლე იმ ტვირთისგან გათავისუფლებულიყო, რომელიც უამრავი ადამიანის მიმართ იძულებით ააღებინეს.
"ჩვენ გვქონდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადაკეტილ გზაზე მივედით.
მოსამართლის შეფასებას რაც შეეხება, მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან. ამ სიკვდილის ყურება ძალიან რთულია. მე მართლა ვუსურვებ, რომ ეს ტვირთი, რომელიც არა მხოლოდ ჩემი და ანას [ტყებუჩავა] შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის შემთხვევაში აქვს აღებული, მოხსნოდეს, ადამიანურად ვუსამძიმრებ მას", - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.