მოხარული ვარ, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაეგზავნა, გვსურს ყველამ ერთად იმუშაოს, რომ 9 დათქმა შესრულდეს – ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველო კანდიდატის სტატუსი მოლოდინშია. 14-15 დეკემბერს, ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოისმენს.
რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმ ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. მმართველმა გუნდმა კი მუშაობა დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმაზე მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, 9 დათქმაზე კი, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. მოწოდების მიუხედავად, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გადაწყვეტენ 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში განვითარების ბედს. ეს ქართველებთან ერთად, ჩემთვისაც ემოციურია. ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს, ვიმედოვნებ, 2 კვირაში ეს სტატუსითაც გამყარდება. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეტიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ბოლო დღეებში ბევრი ინიციატივა გამოითქვა, რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, სამოქმედო გეგმა 9 პრიორიტეტზე, რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელს გადაეგზავნა. ჩვენ გვსურს ყველამ ერთად იმუშაოს, რომ 9 დათქმა შესრულდეს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ამ პროცესში”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება