ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
"მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 22 ნოემბერს გასაჯაროვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს.
ოპოზიციის შეფასებით, ეს გეგმა ქვეყნის რეალურ გამოწვევას არ ასახავს და ბიძინა ივანიშვილის გავლენებს არანაირად არ ეხება.
ასევე ნახეთ:
· დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.