“მოწმემ ვერც კი ამომიცნო” – თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული, ვასო ბერიძე

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაჭერილი სამოქალაქო აქტივისტი, ვასო ბერიძე დაკავების მომენტს იხსენებს და ყვება, რომ ის მეგობრის გამოყვანას ცდილობდა ტერიტორიიდან, როდესაც პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს და ე.წ. დაკავების მანქანაში ჩასვეს.

მისი თქმით, ვიდეო მტკიცებულებაში, რომელიც სასამართლო პროცესზე აჩვენეს შსს-ს თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ჩანს, ხოლო მოწმემ ვერც კი ამოიცნო.

ვასო ბერიძე ამბობს, რომ დაკისრებულ 5 000-ლარიან ჯარიმას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ჩემი მეგობრების გვერდით ვიმყოფებოდი და მინდოდა ჩემი მეგობრები გამომეყვანა ტერიტორიიდან და ზუსტად ამ დროს მოხდა ჯერ ჩემი დაკავება, პოლიციელებმა ალყა შემოგვარტყეს, შემდეგ ჩემი მეგობრები დააკავეს. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით მოხდა იმიტომ, რომ მეგობრის გვერდით ვიდექი და უცბად გამომგლიჯეს ჩემი მეგობარიც და წამიყვანეს მანქანისკენ. 

დაუმორჩილებლობის ფაქტი არ იყო. მოწმემ ვერც კი ამომიცნო. ვიდეო ჩანაწერიც იყო, სადაც ჩანს, რომ არანაირი წინააღმდეგობას არ ვუწევ პოლიციელს, ჩემი მეგობრის გვერდით ვდგავარ, მოდის პოლიციელი და მაკავებს. იმ ჯარიმას, რომელიც მომცეს, გავასაჩივრებ აუცილებლად,” – ამბობს ვასო ბერიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …