თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
დაკავებულებს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. ჯერჯერობით უცნობია, სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება თუ ხვალ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.




