მოქალაქის თქმით, ცესკო-დან განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გაათავისუფლეს

მოქალაქე ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გაათავისუფლეს.

“საარჩევნო ადმინისტრაციაში 18 წელი ვიმუშავე. ეს საქმე უბრალოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. მასზე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს გახარჯული. ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი – მაგრამ, დადგა დღე, როცა განსხვავებული აზრი მიუღებელი აღმოჩნდა. ახლა არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს.

ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, რუსეთის მომხრე ვერ იქნება. ასე გავიზარდე. ბავშვობიდან შავლეგოს ვმღეროდი და ძალიან გვიანია, ახლა ჩემში რამე შეიცვალოს. ჩემს ყველა კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ”. – წერს Facebook-ზე კაციაშვილი.

ნინო კაციაშვილი საგარეჯოს №11 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ