ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მგალობლიშვილი - მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

ლევან მგალობლიშვილი - მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს! დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.
„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.