მოსკოვში რუსი გენერალი ააფეთქეს

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად რუსი გენერალი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ლეიტენანტ-გენერალი ფანილ სარვაროვი ორშაბათ დილით დაიღუპა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ კორპუსთან, გაჩერებულ ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. სარვაროვი მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
56 წლის ფანილ სარვაროვი რუსეთის გენშტაბის არმიის ოპერატიული მომზადების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო გამოყენების მუხლებით.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს, არის ის, რომ აფეთქება უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით განხორციელდა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსული მედიის ცნობით, სარვაროვს წარსულში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსურ-ინგუშურ კონფლიქტში, ჩეჩნეთის ომებში 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში, ასევე ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს სირიაში 2015–2016 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“