პოლონეთისგან ითხოვს რუსი არქეოლოგის ექსტრადიციას – მედია

უკრაინის ხელისუფლებამ ვარშავის პროკურატურას მიმართა რუსი არქეოლოგის, სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსანდრ ბუტიაგინის ექსტრადიციის თხოვნით. ამის შესახებ პოლონეთის რადიო RMF FM იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინის მიერ 2024 წლიდან ძებნილი ბუტიაგინი, რომელსაც ანექსირებულ ყირიმში უკანონო არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, პოლონეთში 11 დეკემბერს დააკავეს. რუსი მეცნიერი ევროპაში ლექციებს კითხულობდა და ნიდერლანდიდან გზად პოლონეთში შეჩერდა.
პოლონეთის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ სასამართლომ ბუტიაგინს 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი უკრაინაში ექსტრადიციის საკითხიც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მანამდე პროკურატურამ უნდა დაადგინოს შეესაბამება თუ არა კიევის მიმართვა ევროპულ კონვენციას ექსტრადიციის შესახებ.
ალექსანდრ ბუტიაგინი 1999 წლიდან ხელმძღვანელობს მირმეკიონის არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევს ანტიკური ხანის ქალაქ მირმეკიონს თანამედროვე ქერჩის ტერიტორიაზე.
უკანონოს უწოდებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან წარმოებულ გათხრებს.
2022 წლის სექტემბერში ერმიტაჟის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ექსპედიციამ ალექსანდრ ბუტიაგინის ხელმძღვანელობით, აგვისტოში აღმოაჩინა 30 უნიკალური ოქროს მონეტა, რომელთაგან 26-ზე ალექსანდრე მაკედონელის სახელია.
უკრაინაში ბუტიაგინი ეჭვმიტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილობრივ დანგრევასა და თითქმის ხუთი მილიონი დოლარის ზარალის მიყენებაში.
11 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი არქეოლოგი პოლონეთში დააკავეს, ერმიტაჟმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ალექსანდრ ბუტიაგინი მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, გეოპოლიტიკური გარემოებების მიუხედავად განუხრელად იცავდა არქეოლოგიური კვლევების როგორც იურიდიულ, ისე ეთიკურ საერთაშორისო ნორმებს.
19 დეკემბერს გამოცემა „მედუზამ“ დაწერა, რომ ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობეინიკოვამ ერმიტაჟის თანამშრომლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მუზეუმის ხელმძღვანელები უარს ამბობენ ფინანსურად დაეხმარონ პოლონეთში დაკავებულ ალექსანდრ ბუტიაგინს და თანამშრომლებს ამ საქმეზე დუმილს სთხოვენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა