მოსკოვში როსგვარდიის მეთაურის ყოფილი მოადგილე დააკავეს

მოსკოვში დააკავეს გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ სტრიგუნოვი, რომელიც 2023 წლამდე როსგვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, სტრიგუნოვს ქრთამის აღება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

2014 წელს, გენერალი პასუხისმგებელი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანია რემსტროიტორგს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად კემეროვოს ოლქში სასწავლო ცენტრი უნდა აშენებულიყო. ობიექტი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, რის გამოც, სახელმწიფოს 2 მილიარდი რუბლის ზარალი მიადგა.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, სტრიგუნოვმა კომერციული ორგანიზაციებისგან 66 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი მიიღო.

სტრიგუნოვმა როსგვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა 2020 წელს დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა