გუბერნატორი ადასტურებს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი, კურსკში მოკლეს

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის გუბერნატორი ოლეგ კოჟემიაკო ადასტურებს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ბრიგადას, რუსეთის კურსკის რეგიონში მოკლეს.
როგორც გამოცემა Reuters წერს, არაოფიციალური რუსული და უკრაინული სამხედრო Telegram არხები ადრე იუწყებოდნენ, რომ გუდკოვი 10 სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ერთად უკრაინის მიერ კორენევოში, უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის რეგიონში, სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის დროს დაიღუპა.
მედიის ცნობით, გუდკოვი მეთაურობდა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას უკრაინაზე თავდასხმის დღიდან. გუდკოვის ბრიგადის საზღვაო ქვეითები დადანაშაულებულები არიან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტაში. 2025 წლის მარტიდან ის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილედ, სანაპირო დაცვისა და საზღვაო ქვეითების ბრიგადების კურირების მიმართულებით დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას