ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობდა. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა დალოცა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.