არქივი11 თებერვალი, 2025, 16:40
მოსკოვში აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მოსკოვში აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რიაბკოვმა აშშ-ის ელჩთან დაგეგმილი შეხვედრა გამართა. საუბარი საზღვარგარეთ რუსული დიპლომატიური ინსტიტუტების საქმიანობას შეეხო“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩის, ლინ ტრეისის ვიზიტის შესახებ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.