ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მომავალი აგრესიის შესაკავებლად, უკრაინაში, შესაძლოა, ევროპიდან ასიათასობით ჯარისკაცის გაგზავნა გახდეს საჭირო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მომავალი აგრესიის შესაკავებლად, უკრაინაში, შესაძლოა, ევროპიდან ასიათასობით ჯარისკაცის გაგზავნა გახდეს საჭირო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ასობით ათასი ევროპელი ჯარისკაცის გაგზავნა გახდეს საჭირო რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბუდრისმა გამოცემა Delfi-ს განუცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შედგება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო, რათა მომავალში რუსეთის აგრესია არ განმეორდეს და ამის ერთ-ერთი გარანტი ევროპული ქვეყნებიდან ჯარების გაგზავნაა.
„ჩვენ ვიცით რა რიცხვებია საჭირო რუსეთის შესაკავებლად. საუბარია ასიათასობით ჯარისკაცზე", - აღნიშნა ბუდრისმა.
ამასთან, მან მიღწევა უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპული ქვეყნები საბოლოოდ ამ საკითხს ხმამაღლა განიხილავენ.
შესაძლო მშვიდობაზე ან ზავის შესახებ საუბრისას ბუდრისმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს.
„არ მჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს, რადგან მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული არც ერთი შეთანხმება არ მინახავს, რომელიც მას დაუცავს. იპოვის მიზეზებს, თუ რატომ არის ესა თუ ის ცუდი. ბოლოს და ბოლოს, ეს ომი 2022 წელს განახლდა რუსეთის მიერ მინსკის მეორე შეთანხმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.