ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის მეთაურებმა ესკალაციის შემცირების თემა განიხილეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს "შესაძლო ესკალაციის" რისკის შემცირება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს.
ზარი, რომლის ინიციატორიც მოსკოვი იყო, მას შემდეგ განხორციელდა, რაც ვაშინგტონმა განაცხადა გერმანიაში შორი მანძილზე მოქმედების რაკეტების განლაგების გეგმების შესახებ, ხოლო კრემლმა გააფრთხილა, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყოლოდა ცივი ომის ტიპის კონფრონტაცია.
"განხილულ იქნა შესაძლო ესკალაციის საფრთხის შემცირების საკითხი", ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგჰმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა და რომ მისი ინიციატორი მოსკოვი იყო, მაგრამ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ დაუზუსტებია. 10 ივლისს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გერმანიაში განალაგებს შორი მანძილზე მოქმედების იარაღს, როგორც შემაკავებელ საშუალებას.
როგორც სააგენტო dpa წერდა, ცივი ომის შემდეგ გერმანიაში ისევ განთავსდება რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიონ.
აშშ-ის და გერმანიის გადაწყვეტილებას ახალი საფრთხე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.