თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას, მათი საუბრის თემა: სასწავლო პროცესსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
„გაოცებული ვარ იმ გარემოთი, რომელიც აკადემიაშია. განსაკუთრებით ემოციური იყო აკადემიის იუნკერებთან შეხვედრა და საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში.
ვისაუბრეთ სასწავლო პროცესზე, მათ მომავალ გეგმებსა და იმაზე, თუ რა როლი აქვს მათი განათლებისა და პატრიოტული სულისკვეთების ადამიანებს ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია