ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის ცენტრში, სატირის თეატრში ხანძარია

მოსკოვის ცენტრში, ცნობილ სატირის თეატრში ხანძარს ებრძვიან, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ თეატრში ხანძარი ხის კონსტრუქციებიდან გავრცელდა. მისი ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე 76 ადამიანი და 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 250 კვადრატული მეტრია, შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.