ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები ბათუმიდან მოსკოვში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
აპრილის თვისთვის, ფრენის ფასი 831 ლარიდან იწყება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან ფრენებს როგორც მოსკოვის, ასევე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ახორციელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.