ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის სასამართლომ „კროკუსის“ საქმეზე მერვე ბრალდებული დააკავა

მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე მერვე ბრალდებული, ალიშერ კასიმოვი, დააკავა. ამის შესახებ „მედიაზონა“ სასამართლო დარბაზიდან იტყობინება.
მანამდე კასიმოვის დაკავება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოითხოვა. გამომძიებლების თქმით, 32 წლის კასიმოვმა ბინა მიაქირავა „კროკუსზე“ თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს. სასამართლო სხდომაზე კასიმოვმა თქვა, რომ არ იცოდა მისი მობინადრეების ტერორიზმთან კავშირის შესახებ, ხოლო ბინა „ავიტოს“ სერვისის მეშვეობით გააქირავა.
ყირგიზეთში დაბადებული კასიმოვი რუსეთის მოქალაქეა. ცხოვრობს კრასნოგორსკში და ჰყავს სამი შვილი, ძმასთან ერთად ფლობს ჩაის სახლს.

ორშაბათს, 25 მარტს ღამით, იმავე მოსკოვის სასამართლომ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის ოთხი სავარაუდო მონაწილე დააკავა. მეორე დღეს - კიდევ სამი ბრალდებული.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
· რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
· 24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
· კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.