ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის სასამართლომ Wall Street Journal-ის რეპორტიორს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ რეპორტიორ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მოსკოვის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.
გერშკოვიჩს რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო Wall Street Journal-ი და აშშ-ის მთავრობა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.