მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ჟურნალისტს, ეკატერინა კორტიკაძეს დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ დღეს, 2 ოქტომბერს წერს, რომ მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის სასამართლომ გამომძიებლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს აღკვეთის ზომად დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა „რუსეთში მისი ექსტრადიციის, ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან”.
რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს ადანაშაულებს არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. პუტინის ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით დევნის უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებს.
რუსეთის შსს-ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად”, არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად”.
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ