პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთმა ტერორისტების სიაში შეიყვანა

,,დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთმა ტერორისტების სიაში შეიყვანა

რუსეთის საინფორმაციო მონიტორინგის სამსახურმა, ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას სამთავრობო მედია RIA Novosty ავრცელებს.
კოტრიკაძის გარდა სიაში მოხვდა მისი ქმარი, დოჟდის მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადგკო, ასევე დოჟდის კიდევ ერთი ჟურნალისტი ვალერია რატნიკოვა.
2 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ კოტრიკაძეს და რეტნიკოვას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება" ედებათ ბრალად.
თბილისში დაბადებული ეკატერინე კოტრიკაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ მედიებში. 2020 წლიდან არის დოჟდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.