არქივი23 სექტემბერი, 2025, 11:40
მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 20-ზე მეტი უკრაინული დრონი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის 10 რეგიონში და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებში 69 უკრიანული დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.