არქივი5 მაისი, 2025, 06:50
მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოდოლსკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“, - დაწერა „ტელეგრამის“ არხზე.
მერის თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.