არქივი2 მაისი, 2025, 09:51
რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის ხუთი რეგიონისა და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის თავზე 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 89 დრონი - ოკუპირებულ ყირიმში, ე.წ. ყირიმის რესპუბლიკაში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 23 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს შავი ზღვის თავზე, 4 - კრასნოდარის ტერიტორიაზე, 2 - ორიოლის ოლქში, თითო-თითო კი აზოვის ზღვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების თავზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.