ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის მერი - მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა.
„მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველა თავდასხმის მოგერიება. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს“, - წერს სერგეი სობიანინი და დასძენს, რომ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს.
მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.