არქივი21 აგვისტო, 2024, 10:10
მოსკოვის მერი დედაქალაქზე დრონებით თავდასხმის "მასშტაბურ მცდელობაზე" წერს
რუსეთის Telegram არხები გვიან ღამით მოსკოვთან აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი "მასშტაბური შეტევის მცდელობა" იყო.
მოსკოვის მერის თანახმად, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან 3 დრონი მოიგერიეს. ის წინასწარი ცნობებით წერდა, რომ მათი ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.
მერის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 10 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.