არქივი10 მაისი, 2024, 02:36
მოსკოვის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე დრონით თავდასხმა სცადეს
საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, - ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.
რუსეთის დედაქალაქის მერის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.