“გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე” – ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სცადეს

“გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე” – ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სცადეს
რამდენიმე დღეა მთავრობის მხრიდან რუსული კანონის მოწინაანღმდეგეების მიმართს მუქარა და თავდასხმა მიმდინარეობს.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ თავდასხმის მცდელობა მასზეც იყო:

“მე­ო­რედ ჩა­მი­საფ­რდნენ დღეს, ამ­ჯე­რად დღი­სით “გირ­ჩი ტვ”-დან გა­მო­ვე­დი, მან­ქა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წინ მყავ­და და­პარ­კინ­გე­ბუ­ლი, ამ ფო­ტო­ზე რომ მან­ქა­ნაა, მა­გას რო­გორც კი ჩა­ვუ­ა­რე, გად­მოხ­ტა პირ­ბა­დი­ა­ნი კუნთმა­გა­რი ვირ­თხა და გა­მო­ე­ქა­ნა ჩემ­კენ, ასე­ვე გა­ი­ღო მან­ქა­ნის მე­ო­რე კა­რიც და მე­ო­რე ვირ­თხაც აპი­რებ­და გად­მოს­ვლას.

ჰა­ერ­ში ვის­რო­ლე და და­ვე­მუქ­რე, პირ­ვე­ლი ვირ­თხა ისე სწრა­ფად გა­იქ­ცა, ვერ და­ვი­ნა­ხე სად შეძ­ვრა. ეს მერ­სე­დე­სი ად­გილ­ზე და­ბუქ­სავ­და და სწრა­ფად და­ეშ­ვა მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში, ბევ­რი მოწ­მე იყო გარ­შე­მო, და­ა­დას­ტუ­რე­ბენ რა­საც ვწერ თუ სა­ჭი­რო გახ­და”

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი