მოსამართლემ დონალდ ტრამპის ბრძანება ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ დროებით დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა.
მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა.
სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს.
მოსამართლე ალიხანმა განაცხადა, რომ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება, მანამ, სანამ ამ საკითხზე ზეპირი კამათის საშუალება მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ