ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ ტრამპის ბრძანება მოსამართლემ დროებით შეაჩერა

აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ ტრამპის ბრძანება მოსამართლემ დროებით შეაჩერა

სიეტლში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების უფლებას ზღუდავს. ამის შესახებ CNN და BBC იტყობინებიან.
მოსამართლე ჯონ კოფენურის შეფასებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ამასთან, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.