მოსამართლემ არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ ხატია ვიბლიანს ჩაცმულობის გამო შენიშვნა მისცა და სხდომა შეაჩერა

ეს რა არის? ნორმალურად უნდა გეცვათ სხდომის დარბაზში! სად ხართ, იცით?
ასე დარბაზში ვერ დაგიშვებთ!,- ამ სიტყვებით მიმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ქალს, ხატია ვიბლიანს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.
მან სხდომის დარბაზში შემოსვლისთანავე ბრალდებულს, რომელსაც მოკლემაისური ეცვა, შენიშვნა მისცა.
„მოიცვით რამე” – მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ვიბლიანმა უპასუხა, რომ “მანქანაში დარჩა”.
ამ წუთებში სხდომა, სადაც ვიბლიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, შეჩერებულია.
ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება