არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდების თანახმად, ხატია ვიბლიანმა 15 წლის მოზარდს ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემა.
თავად ვიბლიანი ამბობს, რომ არ იცოდა, თუ არასრულწლოვანი იყო პირი, ვის მიმართაც მას ძალადობასაც ედავებიან.
„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე… მე გიჟი არ ვარ… მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე“, — განაცხადა ვიბლიანმა IPN-ის ცნობით სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
კითხვაზე, სრულწლოვანი რომ ყოფილიყო, ძალადობა გამართლებულია თუ არა, ვიბლიანმა უპასუხა:
„ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები“.
ის აღიარებს ძალადობის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ მის ადგილას ყველა „თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი სავარაუდოდ არასრულწლოვანს სცემს. კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით დაიწყო. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება