ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლეები რესტორანს პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

მოსამართლეები რესტორანს პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

მოსამართლეები, რესტორან “ბაბილოს”, სადაც კორპორაციული წვეულება მიმდინარეობს, პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ.
ისმის შეძახილები “მონა”, “მონა”. ასევე, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი მოსამართლის მანქანაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი.
ამ წუთებში, რესტორან “ბაბილოში” მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება, პარალელურად კი აქცია მიმდინარეობს და საპროტესტო შეძახილები ისმის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.
ინფორმაციისთვის, რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეებმა შეკრებმა დაახლოებით, 15:00 საათის შემდეგ დაიწყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.