ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამართალდამცველებმა ბელიაშვილის ქუჩიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს - მოსამართლეებმა რესტორანი "ბაბილო" პოლიციის კორდონის გამოყენებით დატოვეს

სამართალდამცველებმა ბელიაშვილის ქუჩიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს - მოსამართლეებმა რესტორანი "ბაბილო" პოლიციის კორდონის გამოყენებით დატოვეს

რესტორან „ბაბილოსთან“ , ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დატოვებინეს. ადგილზე სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.
რესტორან „ბაბილოსთან“ , სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.
ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ტერიტორიაზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც, თუმცა ის ადგილზე არ გაჩერებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.